სპორტული მაღაზიის კონსულტანტი

სრული განაკვეთი
თბილისი
აქტიურია

ჯობლინკი აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე. კონსულტანტი ესაჭიროება ესპანური სპორტული ბრენდის „JOMA“-ს ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში.

ძირითადი მოვალეობები:
• მომხმარებლისათვის მაღაზიაში არსებული პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა;
• მაღაზიაში არსებული პროდუქციის დალაგება/დახარისხება, მარაგის კონტროლი;
• მენეჯერის დავალებების შესრულება;

ძირითადი მოთხოვნები:
• სპორტულ/ტანსაცმლის/ფეხსაცმლის მაღაზიაში მუშაობის გამოცდილება;
• საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
• ინგლისური და/ან რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.

აუცილებელი თვისებები:
• სპორტული აღნაგობა;
• გამართული ვერბალური კომუნიკაცია;
• ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
• კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
• ემოციური მდგრადობა;
• ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი;
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სამუშაო პირობები:
• სამუშაო საათები: 11:00-დან 20:00 საათამდე;
• სამუშაო დღეები: კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დღე დასვენება;
• ადგილმდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი.

ანაზღაურება:
• ფიქსირებული ხელფასი: 400ლარი + ბონუსი.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: hr@joblink.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: კონსულტანტი.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომრებზე: + 995 592 995555; +995 322880107.

Job Features

Job Categoryმომსახურება

Apply Online

აპლიკანტის მონაცემები

A valid phone number is required.
A valid email address is required.