კომპიუტერული ტექნიკის პროექტების/ტენდერების მენეჯერი

სრული განაკვეთი
თბილისი
აქტიურია

დასაქმების სააგენტო ჯობლინკი აცხადებს ვაკანსიას პროექტების მენეჯერის პოზიციაზე. პროექტების მენეჯერი ესაჭიროება კომპიუტერული და მობილური ტექნიკის ონლაინ მაღაზია აზონს. https://azon.ge/

 

ძირითადი მოვალეობები:

  • პროექტებისა და ტენდერების მოძიება;
  • კომერციული წინადადებების ჩამოყალიბება;
  • პროექტის ეტაპების დაგეგმვა და შესრულების მუდმივი შეფასება;
  • პროექტის დროულ და ხარისხიან შესრულებაზე პასუხისმგებლობა;
  • მოლაპარაკებების წარმოება;
  • ახალი სატენდერო წინადადების მოძიება, განხილვა და შეფასება სხვადასხვა მიმართულებით;
  • სატენდერო წინადადებებისა და დოკუმენტაციის მომზადება მოთხოვნის შესაბამისად;
  • მჭიდრო ურთიერთობის წარმოება კონტრაქტორ და ქვეკონტრაქტორ კომპანიებთან, მათ მიერ ნაკისრი ვალდებულების დროული შესრულების კონტროლი და მონიტორინგი;
  • რისკების მართვა და კონტროლი მთელი სატენდერო პროცესის განმავლობაში;
  • კომპლექსური ტექნიკური და სტრატეგიული საკითხების განხილვა და გადაწყვეტა.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • პროექტებისა და ტენდერების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული ტექნიკის კარგად ცოდნა – როგორც სამომხმარებლო, ასევე საბაზრო, (ფასების), თვალსაზრისით ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

 

აუცილებელი თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი;
  • მიზანდასახულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

 

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო საათები: 10:00-დან 19:00 საათამდე;
  • სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

 

ანაზღაურება:

  • ფიქსირებული ხელფასი: საწყის ეტაპზე 700 ლარი;
  • ბონუსი: მოგების 5%.

 

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: resume@joblink.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: პროექტების მენეჯერი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომრებზე: + 995 592 995555; +995 32 2880107.

Job Features

Job Categoryგაყიდვები, კომპიუტერული ტექნიკა, საპროექტო ბიზნესი

Apply Online

აპლიკანტის მონაცემები

A valid phone number is required.
A valid email address is required.