მარკეტინგის სპეციალისტი

სრული განაკვეთი
თბილისი
აქტიური

დასაქმების სააგენტო ჯობლინკი აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის   სპეციალისტი პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის მარკეტინგული კამპანიების შემუშავება და განხორციელება;
  • მარკეტინგული ბიუჯეტის შექმნა და კონტროლი, ასევე მიზნობრივი სეგმენტის განსაზღვრა;
  • სარეკლამო ღონისძიებების ორგანიზება;
  • მედიასთან მუშაობა (მედიის სივრცის ანალიზი, მედიის მნიშვნელოვან წარმომადგენლებთან ურთიერთობა, ელექტრონულ და ბეჭდვით მედიასთან ინტერვიუს ორგანიზება);
  • კონცეფციის განვითარება და ღონისძიებების ორგანიზაცია;
  • პროექტის განვითარების კონტროლი ციფრულ სივრცეში (ციფრული მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და მართვა);
  • სოციალურ ქსელებში აქტივობების განხორციელება, კომპანიის  გვერდის პრომოუშენი, დატვირთვა უახლესი ინფორმაციით.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • მარკეტინგის სფეროში გამოცდილება;
  • კომპანიის მარკეტინგულ ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
  • სოციალური მედია მარკეტინგის ცოდნა;
  • საოფისე (MS Office)  პროგრამების ცოდნა;
  • უცხო ენების ცოდნა სასურველია.

აუცილებელი თვისებები:

  • ძლიერი ანალიტიკური აზროვნება;
  • ამოცანების მიმართ ინოვაციური და შემოქმედებითი მიდგომა;
  • კარგი წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
  • მოლაპარაკებების ეფექტურად წარმოების უნარი.

ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით

შერჩევის ეტაპები:

  • სივების გადარჩევა;
  • გასაუბრება;
  • სატესტო დავალება:

დასაქმების სააგენტო ჯობლინკის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და წარმოდგენა. შემოქმედებითი აზროვნება და საქმის შესრულებისას არასტანდარტული მიდგომა მისასალმებელია. ამ დავალებით შეფასდება თქვენი შესაძლებლობები. არ არის აუცილებელი მარკეტინგული სტრატეგიის დეტალურად ჩამოწერა, მთავარია თქვენი იდეებისა და ხედვის წარმოჩენა.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: resume@joblink.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: მარკეტინგის სპეციალისტი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომრებზე: + 995 592 995555; +995 322880107.

ვაკანსიის დეტალები

ვაკანსიის კატეგორიამარკეტინგი

განაცხადის გაკეთება

აპლიკანტის მონაცემები

ჩაწერეთ არსებული ტელეფონის ნომერი
A valid email address is required.