ლოჯისტიკის/გადაზიდვების მენეჯერი

სრული განაკვეთი
თბილისი
აქტიურია

დასაქმების სააგენტო ჯობლინკი აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე. ლოჯისტიკის მენეჯერი ესაჭიროება ქართულ ბაზარზე ერთ-ერთ წამყვან სატრანსპორტო/გადაზიდვების კომპანიას.

ძირითადი მოვალეობები:

  • დამკვეთებისგან შეკვეთების მიღება, დამუშავება და შესრულების გზების ოპტიმიზაცია;
  • სახმელეთო და საზღვაო გადაზიდვების ორგანიზება;
  • გადაზიდვების ოპერატიულობისა და ზედმიწევნით შესრულების კონტროლი;
  • თითოეულ შეკვეთასთან მიმართებაში სრული ლოჯისტიკური ციკლის დაგეგმვა და მისი საბოლოოდ შესრულების კონტროლი;
  • ლოჯისტიკური პროცესების მუდმივი ზედამხედველობა;
  • ახალი პარტნიორების ძიება;
  • სატრანსპორტო და სხვა ხელშეკრულებების გაფორმება;
  • ახალი კლიენტების მოძიება და არსებულ კლიენტებთან საქმიანი ურთიერთობის გაღრმავება;
  • ყველა სხვა მოვალეობა, რაც გამართული ლოჯისტიკური საქმიანობისთვის არის აუცილებელი. 

ძირითადი მოთხოვნები:

  • ლოჯისტიკის და/ან გადაზიდვების სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება;
  • ინგლისური და რუსული ენების საერთაშორისო ლოჯისტიკური საქმიანობის წარმოებისთვის საჭირო დონეზე ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

აუცილებელი თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი;
  • სტრესული გარემოებების მიმართ მდგრადობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: resume@joblink.geდა სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ლოჯისტიკის/გადაზიდვების მენეჯერი. დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომრებზე:+ 995 592 995555; +995 32 2880107.

Job Features

Job Categoryგადაზიდვები, ლოჯისტიკა

Apply Online

აპლიკანტის მონაცემები

A valid phone number is required.
A valid email address is required.