საქველმოქმედო ფონდის იურისტი/უფლებადამცველი

სრული განაკვეთი
თბილისი
აქტიურია

ჯობლინკი აცხადებს ვაკანსიას საქველმოქმედო ფონდის იურისტის/უფლებადამცველის პოზიციაზე.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • საქველმოქმედო ფონდში შემოსული მოქალაქეების მომართვების დამუშავება:
    • თითოეული მომართვის დეტალური შესწავლა;
    • მომართვებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარების გეგმის შედგენა, ვადების გაწერა;
    • წერილებისა და იურიდიული დოკუმენტების მომზადება;
    • სხვადასხვა ორგანიზაციებთან, კომპანიებთან, თუ სამთავრობო უწყებებთან ურთიერთობა, მოქალაქეების პრობლემების მოგვარების მიზნით;
  • ჩატარებული სამუშაოების შედეგების მონიტორინგი;
  • საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებთან და სხვა სამთავრობო სტრუქტურებთან ზარების განხორციელება და შეხვედრები;
  • მასმედიასა და სოციალური ქსელებში გაშუქების მიზნით, მასალების მომზადება;
  • ჩატარებული სამუშაოების შესახებ ანგარიშგება;
  • საქველმოქმედო ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა იურიდიული/სამართლებრივ საკითხებზე მუშაობა.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება;
  • საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის კონსტიტუციის სიღრმისეული ცოდნა;
  • საქართველოს სასამართლო პრაქტიკის საფუძვლიანი ცოდნა;
  • სამოქალაქო სამართლის სფეროში მინიმუმ 3 წლიანი მოღვაწეობის გამოცდილება;
  • აუცილებელია ქართულად და რუსულად გრამატიკულად და სტილისტურად გამართულად მეტყველებისა და წერის უნარი;
  • სხვადასხვა ინსტანციებისთვის წერილებისა და მიმართვების მომზადების გამოცდილება.

 

აუცილებელი თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
  • შედეგზე ორიენტირებულობა.

 

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო საათები: 09:00-18:00;
  • სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი.

 

ანაზღაურება:

  • ფიქსირებული ხელფასი: 4000 ლარი;
  • ბონუსი: შესრულებული სამუშაოს შედეგების მიხედვით.

 

 

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: resume@joblink.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: იურისტი/უფლებადამცველი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომრებზე: + 995 592 995555.

Job Features

Job Categoryიურისპრუდენცია

Apply Online

აპლიკანტის მონაცემები

A valid phone number is required.
A valid email address is required.