სწრაფი კვების რესტორნის სერვისის კონსულტანტი

სრული განაკვეთი
თბილისი
აქტიური

დასაქმების სააგენტო ჯობლინკი აცხადებს ვაკანსიას სერვისის კონსულტანტის პოზიციაზე. სერვისის კონსულტანტი ესაჭიროება სწრაფი კვების რესტორნების საერთაშორისო ბრენდის „SURF“N”FRIES“-ს (http://surfnfries.com/) ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში. 

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
  • რესტორნის მენიუში არსებული კერძების მომზადება;
  • მომსახურების სტანდარტების დაცვა;
  • რესტორნის ჰიგიენური სტანდარტების დაცვა;
  • სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება.

ძირითადი მოთხოვნები:

  • აუცილებელია კვების ობიექტში კონსულტანტად/მოლარედ მუშაობის გამოცდილება;
  • სწრაფი კვების ობიექტში მუშაობის გამოცდილებას მიენიჭება უპირატესობა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური და/ან რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.

აუცილებელი თვისებები:

  • გამართული ვერბალური კომუნიკაცია;
  • ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
  • კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • ემოციური მდგრადობა;
  • ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო საათები: 7 საათიანი ცვლა: 09:00-16:00, ან 16:00-11:00;
  • სამუშაო დღეები: ყოველდღე, კვირაში 1 დღე დასვენება;

ანაზღაურება:

  • ფიქსირებული ხელფასი: 500ლარი + ბონუსი.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, თავისუფლების მოედანი.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: resume@joblink.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: სწრაფი კვების რესტორნის სერვისის კონსულტანტი. დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომრებზე: + 995 592 995555; +995 322880107.

ვაკანსიის დეტალები

ვაკანსიის კატეგორიამომსახურება, სწრაფი კვება

განაცხადის გაკეთება

აპლიკანტის მონაცემები

ჩაწერეთ არსებული ტელეფონის ნომერი
A valid email address is required.