სწრაფი კვების რესტორნის მოლარე-კონსულტანტი

სრული განაკვეთი
თბილისი
აქტიურია

დასაქმების სააგენტო ჯობლინკი აცხადებს ვაკანსიას მოლარეკონსულტანტის პოზიციაზე. მოლარე-კონსულტანტი ესაჭიროება სწრაფი კვების რესტორნების საერთაშორისო ბრენდის „SURF“N”FRIES“-ს (http://surfnfries.com/) ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში. (facebook page)

 

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
  • რესტორნის მენიუში არსებული კერძების მომზადება;
  • მომსახურების სტანდარტების დაცვა;
  • რესტორნის ჰიგიენური სტანდარტების დაცვა;
  • სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • აუცილებელია კვების ობიექტში კონსულტანტად/მოლარედ მუშაობის გამოცდილება;
  • სწრაფი კვების ობიექტში მუშაობის გამოცდილებას მიენიჭება უპირატესობა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური და/ან რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.

 

აუცილებელი თვისებები:

  • გამართული ვერბალური კომუნიკაცია;
  • ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
  • კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • ემოციური მდგრადობა;
  • ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

 

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო საათები: 8-10 საათიანი ცვლა;
  • სამუშაო დღეები: ყოველდღე, კვირაში 1 დღე დასვენება;

 

ანაზღაურება:

  • ფიქსირებული ხელფასი: 500 ლარი + ბონუსი.

 

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, თავისუფლების მოედანი.

 

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: resume@joblink.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: სწრაფი კვების რესტორნის მოლარე-კონსულტანტი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომრებზე: + 995 592 995555; +995 322880107.

Job Features

Job Categoryმომსახურება

Apply Online

აპლიკანტის მონაცემები

A valid phone number is required.
A valid email address is required.