მოლარე-კონსულტანტი (ახალი ხედვა – ქუთაისი)

სრული განაკვეთი
ქუთაისი
აქტიური

დასაქმების სააგენტო ჯობლინკი აცხადებს ვაკანსიას მოლარეკონსულტანტის პოზიციაზე, ქ. ქუთაისში. მოლარე-კონსულტანტი ესაჭიროება სამედიცინო კომპანია „ახალ ხედვას“. პირველი და ერთადერთი ორთოპედიული მაღაზიების ქსელი საქართველოში, რომელიც ახორციელებს ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიურ და სამედიცინო მოვლის საგნების რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით. https://akhalikhedva.ge

ძირითადი მოვალეობები:

  • პროდუქციის სწორად შერჩევისთვის სრულყოფილი კონსულტაციის გაწევა;
  • მომსახურების სტანდარტების დაცვა;
  • პროდუქციის რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე ზრუნვა;
  • მოთხოვნადი პროდუქციის შესახებ ინფორმაციის შეგროვება;
  • კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით, თაროებზე პროდუქციის განთავსების სტილის დაცვა;
  • პროდუქციის მიღებაში მონაწილეობა;
  • სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება;
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვადასხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

  • მომსახურების სფეროში გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
  • სალაროსთან მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური და/ან რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.

აუცილებელი თვისებები:

  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • გამართული ვერბალური კომუნიკაცია;
  • ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
  • კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო საათები: 10:00 – 19:00;
  • სამუშაო დღეები: ყოველდღე, კვირაში 1დღე დასვენება;

ანაზღაურება:

  • ფიქსირებული ხელფასი: 400 + 1% რეალიზებული პროდუქციიდან.

დამატებითი ბენეფიტები:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • დასვენების დღეებში მუშაობის შემთხვევაში ორმაგი ანაზღაურება.

სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ. https://akhalikhedva.ge/magaziata-qseli

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: hr@joblink.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: მოლარე-კონსულტანტი (ახალი ხედვა – ქუთაისი).

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომრებზე: + 995 592 995555; +995 322880107.

ვაკანსიის დეტალები

ვაკანსიის კატეგორიაგაყიდვები, მომსახურება, ჯანდაცვა

განაცხადის გაკეთება

აპლიკანტის მონაცემები

ჩაწერეთ არსებული ტელეფონის ნომერი
A valid email address is required.