შესყიდვების მენეჯერი კომპიუტერული ტექნიკის მაღაზიაში

სრული განაკვეთი
თბილისი
აქტიური

დასაქმების სააგენტო ჯობლინკი აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. შესყიდვების მენეჯერი ესაჭიროება კომპიუტერული და მობილური ტექნიკის ონლაინ მაღაზიას.

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის გაყიდვების სამსახურიდან შემოსული მოთხოვნის მიხედვით, სადისტრიბუციო ქსელში შესაბამისი პროდუქციის მოძიება და შესყიდვა;
  • კონკრეტული პროდუქციის დეფიციტის შემთხვევაში, ალტერნატივების მოძიება;
  • სადისტრიბუციო კომპანიებთან ურთიერთობის გაღრმავება;
  • მუდმივად ახალი მომწოდებლებისა და გაუმჯობესებული პირობების ძიება;
  • ყველა ის მოვალება, რაც კომპანიის გაყიდვების შეუფერხებელი მიწოდებებისათვის არის აუცილებელი.

ძირითადი მოთხოვნები:

  • კომპიუტერული და მობილური ტექნიკის კარგად ცოდნა – როგორც სამომხმარებლო, ასევე საბაზრო, (ფასების), თვალსაზრისით;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

აუცილებელი თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი;
  • სისხარტე;
  • მიზანდასახულობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო საათები: 10:00-დან 19:00 საათამდე;
  • სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

ანაზღაურება:

  • ფიქსირებული ხელფასი: 700 ლარი;
  • ბონუსი: შესრულებული შესყიდვების მიხედვით.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: resume@joblink.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: შესყიდვების მენეჯერი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომრებზე: + 995 592 995555; +995 32 2880107.

ვაკანსიის დეტალები

ვაკანსიის კატეგორიაკომპიუტერული ტექნიკა, საცალო ვაჭრობა, შესყიდვები

განაცხადის გაკეთება

აპლიკანტის მონაცემები

ჩაწერეთ არსებული ტელეფონის ნომერი
A valid email address is required.