ლოჯისტიკის სპეციალისტი

სრული განაკვეთი
თბილისი
აქტიური

დასაქმების სააგენტო ჯობლინკი აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის სპეციალისტის პოზიციაზე. ლოჯისტიკის სპეციალისტი ესაჭიროება ქართულ ბაზარზე 15 წლიანი გამოცდილების მქონე სატრანსპორტო/გადაზიდვების კომპანიას.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • დამკვეთებისგან შეკვეთების მიღება, დამუშავება და შესრულების გზების ოპტიმიზაცია;
  • სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გადაზიდვების ორგანიზება;
  • გადაზიდვების ოპერატიულობისა და ზედმიწევნით შესრულების კონტროლი;
  • იმპორტ/ექსპორტის ოპერაციებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შექმნა/წარმოება;
  • საბაჟო ოპერაციების განხორციელებისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება;
  • თითოეულ შეკვეთასთან მიმართებაში სრული ლოჯისტიკური ციკლის დაგეგმვა და მისი საბოლოოდ შესრულების კონტროლი;
  • ლოჯისტიკური პროცესების მუდმივი ზედამხედველობა;
  • ახალი პარტნიორების ძიება;
  • სატრანსპორტო და სხვა ხელშეკრულებების გაფორმება;
  • ყველა სხვა მოვალეობა, რაც გამართული ლოჯისტიკური საქმიანობისთვის არის აუცილებელი.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • ლოჯისტიკის სპეციალისტის, ან/და მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება;
  • ინგლისური და რუსული ენების საერთაშორისო ლოჯისტიკური საქმიანობის წარმოებისთვის საჭირო დონეზე ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

 

აუცილებელი თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი;
  • სტრესული გარემოებების მიმართ მდგრადობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

 

 

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: resume@joblink.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ლოჯისტიკის სპეციალისტი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომრებზე: + 995 592 995555; +995 32 2880107.

ვაკანსიის დეტალები

ვაკანსიის კატეგორიაგადაზიდვები, ლოჯისტიკა

განაცხადის გაკეთება