კატეგორიის მენეჯერი (მაღაზიათა ქსელი)

სრული განაკვეთი
თბილისი
აქტიური

დასაქმების სააგენტო ჯობლინკი აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე. კატეგორიის მენეჯერი ესაჭიროება საქართველოში წამყვან საყოფაცხოვრებო მოხმარების ნივთებისა და თავის მოვლის საშუალებების მაღაზიათა ქსელს.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • აქციების ორგანიზება:
    • მომწოდებლებთან შეთანხმებით ყოველთვიური აქციების დაგეგმვა;
    • სააქციო პროდუქციის შეკვეთების მომზადება და მომარაგების განყოფილებისთვის მიწოდება;
    • სააქციო ფასების განსაზღვრა.
  • საბაზისო და სააქციო ფასების ყოველდღიური მონიტორინგი;
  • ბაზრის კვლევა:
    • კონკურენტების ანალიზი;
    • ფასების მონიტორინგი;
    • ბაზრის ცვლილებებზე მყისიერი რეაგირება.
  • პროდუქციის ასორტიმენტის განსაზღვრა და ახალი პოზიციების ძიება;
  • პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებაზე ზრუნვა;
  • ყველა მაღაზიისთვის კატეგორიის მერჩენდაიზინგი;
  • კატეგორიის, პროდუქტებისა და მომწოდებლების მიხედვით გაყიდვების ყოველკვირეული ანალიზი.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის, ან მარკეტინგის მიმართულებით;
  • MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება საცალო, ან/და საბითუმო გაყიდვების სფეროს.

 

აუცილებელი თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • მიზანსწრაფული;
  • გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი;
  • სტრესული გარემოებების მიმართ მდგრადობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ანალიტიკური აზროვნება.

 

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო საათები: 09:00-დან 17:00 საათამდე;
  • სამუშაო დღეები: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით.

 

ანაზღაურება:

  • ფიქსირებული ხელფასი: 800 ლარი, (გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში);
  • გამოსაცდელი ვადა: 3 თვე.

 

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: resume@joblink.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: კატეგორიის მენეჯერი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომრებზე: + 995 592 995555; +995 32 2880107.

ვაკანსიის დეტალები

ვაკანსიის კატეგორიასაცალო ვაჭრობა

განაცხადის გაკეთება

აპლიკანტის მონაცემები

ჩაწერეთ არსებული ტელეფონის ნომერი
A valid email address is required.