fbpx
Joblink

დაგვიკავშირდით და მალევე დარწმუნდებით, თუ რამდენად ეფექტურად, ოპერატიულად და რაც მთავარია, თქვენი დროისა და ენერგიის ხარჯვის გარეშე შეიძლება ჩაიაროს თანამშრომლების შერჩევის პროცესმა.

რეკრუტინგში შედის, თუმცა რეკრუტინგი ამით არ შემოიფარგლება:

  • ვაკანსიის სამუშაო გარემოსა და აღწერის შესწავლა;
  • აუცილებლობის შემთხვევაში, სამუშაო გარემოს ან/და აღწერის დახვეწა;
  • ვაკანსიის მოთხოვნების დეტალიზაცია: სამუშაო გამოცდილება, განათლება, ენები, კვალიფიკაცია, უნარ-ჩვევები ა.შ.
  • ჯობლინკის კანდიდატების ბაზის გადამოწმება;
  • აუცილებლობის შემთხვევაში ვაკანსიის შესახებ ინფორმაციის სხვადასხვა წყაროებით გავრცელება;
  • სქრინინგის, ანუ შემოსული განაცხადების, ან/და ჯობლინკის ბაზაში არსებული რეზუმეების გადარჩევა, (შორთლისთინგი);
  • გადარჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება;
  • კანდიდატების მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმება. კერძოდ
    • განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ნამდვილობის გადამოწმება, (დიპლომი, სერთიფიკატი და ა.შ.);
    • სამუშაო გამოცდილების უტყუარობის გადამოწმება;
    • ვაკანსიის მოთხოვნების აუცილებლობის შემთხვევაში:
      • ენების ცოდნის დონის გადამოწმება;
      • კომპიუტერული პროგრამების ცოდნის დონის გადამოწმება;
      • სპეციფიკური კვალიფიკაციის დონის გადამოწმება;
      • სხვა მოთხოვნებთან შესაბამისობის უტყუარობის გადამოწმება.
  • გასაუბრებებისა და გადამოწმების შედეგად შერჩეულ კანდიდატებთან დამქირავებლის შეხვედრების ორგანიზება და მოთხოვნის შემთხვევაში. ჩვენი რეკრუტერის დასწრება;
  • შერჩეული კანდიდატების სამუშაოს დასაწყებად აუცილებელი, გადამოწმებული დოკუმენტების ასლების მოწოდება;
  • სხვა დამატებითი ღონისძიებები.¹

რეკრუტინგის ღირებულება, ვადები და შესრულების პირობები:

  • რეკრუტინგის პროცესის ინიციალიზაცია თითოეულ ვაკანსიაზე:
    • 50-დან 200-ლარამდე, პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე;
    • ინიციალიზაციის ვადა დამოკიდებულია დამსაქმებლის მიერ აუცილებელი მონაცმების მოწოდების ვადაზე. თუმცა, ჯობლინკის რეკრუტერები ყოველთვის მზად არიან თვითონ შეავსონ ყველა საჭირო ფორმა;
    • აღსანიშნავია, რომ უმეტეს შემთხვევებში, ინიციალიზაციის საფასური 100 ლარს არ აღემატება  და მეტწილად, ინიციალიზაციის ვადა 1 დღე არის ხოლმე.
  • თითოეულ ვაკანსიაზე ჯობლინკი დამქირავებელს წარუდგენს ვაკანსიის მოთხოვნების შესაბამის 2 კანდიდატს;
  • კანდიდატების წარდგენის ვადაა ვაკანსიის ინიციალიზაციიდან 15-იდან 30 სამუშაო დღემდე, პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე;
  • დამქირავებელი უფლებამოსილია დაასაქმოს ორივე წარდგენილი კანდიდატი;
  • დასაქმებული კანდიდატების რაოდენობის მიუხედავად, დამსაქმებელი ჯობლინკს უხდის, ვაკანსიაში განსაზღვრული მხოლოდ ფიქსირებული, (რაშიც არ იგულსხმება ბონუსი, პრემია და სხვა სახის დანამატები), ხელფასის 50%-ს ერთჯერადი გადასახადის სახით, კანდიდატის დაქირავებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის განმავლობაში.

¹თუ, ვაკანსიის სპეციფიკური მოთხოვნებიდან გამომდინარე, აუცილებელია ზემოთჩამოთვლილი ქმედებების გარდა, დამატებითი ღონისძიებების ჩატარება, გთხოვთ, ამის შესახებ, რეკრუტინგის პროცესის დაწყებამდე გვაცნობეთ, რათა დროულად მოხდეს თქვენი მოთხოვნების გათვალისწინება.

კომპანიის ადამიანური რესურსების მართვაში შედის, თუმცა ამით არ შემოიფარგლება:

  • კომპანიაში ადამინური რესურსების მართვის განყოფილების ჩამოყალიბება, ან/და არსებული ადამინური რესურსების მართვის განყოფილების გარე მომსახურებაზე, (აუთსორსზე), გატანა;
  • კომპანიის სტრუქტურის განსაზღვრა;
  • კომპანიის საკადრო პოლიტიკის შემუშავება და დანერგვა;
  • კადრების აღრიცხვის სისტემის შემუშავება და დანერგვა;
  • სტრუქტურულ ერთეულებს შორის კავშირებისა და ურთიერთდამოკიდებულების პრინციპების შემუშავება და დანერგვა;
  • კომპანიის ზრდის ტემპების განსაზღვრა და მოსალოდნელი ვაკანსიების წარმოშობის დაგეგმვა;
  • მიმდინარე ვაკანსიების დახურვა;
  • კადრების გადინების მიზეზების განსაზღვრა;
  • კადრების გადინების მიზეზის აღმოსაფხვრელად საჭირო გეგმის შემუშავება და განხორციელება.

გარდა ზემოთჩამოთვლილი პუნქტებისა, ადამიანური რესუსრების მართვის სერვისი მოიცავს ყველა იმ ასპექტს, რაც კომპანიაში თანამშრომლების მართებულ მოტივაციასთან და პროფესიულ ზრდასთან არის დაკავშირებული.